ფოთის მერის პირველი მოადგილე საფეხბურთო გუნდ „კოლხეთი- 1913“ ფეხბურთელებს შეხვდა

 ქალაქ ფოთის  მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ალქსანდრე ტყებუჩავა საკრებულოს წევრებთან ერთად, ფოთის ცენტრალურ სტადიონზე   საფეხბურთო გუნდ „კოლხეთი- 1913″ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს შეხვდა და არსებულ ვითარებას გაეცნო.

 ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფეხბურთელებს სრული მხარდაჭერა გამოუცხადეს და მაქსიმალურ დახმარებას დაჰპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ფოთის ცენტრალური სტადიონის მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. უკვე დასრულდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ტრიბუნების მშენებლობა, მოეწყო გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები, დამონტაჟდა ლედტაბლო, განათების, გახმოვანებისა და სახანძრო სისტემები, პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს

ქალაქი ფოთითბილისსა და ბათუმთან  , 2023 წელს უეფა 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს

ფოთის მერის მოადგილის ალექსანდრე ტყებუჩავას ,  განცხადებით ტურნირის მასპინძლობა პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოხდება ქალაქში ფეხბურთის უფრო მეტად პოპულარიზაცია და ხელშეწყობა. ჩვენი ახალგაზრდებისთვის კი ეს იქნება უდიდესი გამოცდილება, რასაც სამომავლოდ გამოიყენებენ   ნაკრებში სათამაშოდ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...