ფოთის მერის მოადგილემ და მარტვილის მერის მოადგილემ თანამდებობები დატოვეს

ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება ფოთში, ადმინისტრაციული შენობის წინ გააკეთეს.

მათი ინფორმაციით, როგორც ფოთის, ისე მარტვილის მერებმა პარტიისა და თანამდებობის დატოვება მოსთხოვეს. ისინი ამბობენ, რომ საქმიანობას გიორგი გახარიას გუნდში გააგრძელებენ.

„დილით მქონდა შეხვედრა ბატონ მერთან, გოჩა კურდღელიასთან, რომელმაც გვამცნო , რომ მთავრობისა და პარტიის დავალებით იყო მოთხოვნა თანამდებობიდან გადამდგარიყავით. კერძოდ, დავით გუშიანისგან იყო დავალება როგორც ვიცი.მერის ინიციატივა ეს ნამდვილად არ იყო, მისი პირადი დამოკიდებულებიდან გამომდინარე.თანამდებობა რამდენად მნიშვნელოვანია ჩ ვენთვის ეს უკვე მეორე საკითხია. ნამდვილად არანაირი არსებითი მნიშვნელობა მას არ არქვს. ჩვენ ვართ ბატონი გიორგი გახარიას თანაგუნდელები, თანამოაზრეები, შესაბამისად ეს იყო ძირითადი მიზეზი და მოტივი ალბათ, მოთხოვნა თანამდებობის დატოვების და ჩვენც ძალიან მარტივად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. აუცილებლად ვაპირებთ მომავალში, ძალიან ბევრი საკეთილდღეო საქმის გაკეთებას,ბატონი გიორგის გუნდში”, – განაცხადა ფოთის მერის ყოფილმა მოადგილემ პაატა ლაგვილავამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...