ფოთის მერი “კოლხეთის” ფეხბურთელებს პრობლემების მოგვარებას დაპირდა

ფოთის საფეხბურთო კლუბ „კოლხეთი 1913“ -ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები ფოთის მერს გოჩა კურდღელიას შეხვდნენ. თუმცა ამ დროისთვის, გუნდში არსებული პრობლემა ისევ პრობლემად რჩება.

„კოლხეთის“ წარმომადგენლები იმედოვნებენ, რომ დღის ბოლოსთვის დავალიანების დაფარვას შესძლებენ.

“ამ დროისთვის სპონსორულ ანგარიშზე გარკვეული თანხაა შემოსული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი ვალის მთლიანად დასაფარად. ფეხბურთელებთან საუბარი იყო იმის შესახებ, რომ რაც მათ პრემიები ერგებათ, დროებით წასულიყო იმისთვის, რომ არსებული დავალინება დაფარულიყო, მაგრამ ეს შეთანხმება ვერ შედგა.იმედია, დღის ბოლომდე,გუნდის ხელმძღვანელობა ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად, გამონახავს ალტერნატიულ გზებს. მაქსიმალურად ვცდილობთ ფოთის ,,კოლხეთს“არ დააკლდეს 6 ქულა. ქულების დაკლება გუნდზე ძალიან ცუდად აისახება,რადგან გუნდი მთლიანად უბრუნდება იმ ზონას სადაც მე-2 ლიგიდან პირდაპირ გავარდნის საშიშროება არსებობს“- განაცხადა ჟურნალუსტებთან „კოლხეთის“ დირექტორმა ზაზა ინაშვილმა.

ფოთის მერის მტკიცებით, მიმდინარეობს მოლაპარაკება ბიზნესმენებთან და სავარაუდოდ, არსებული პრობლემა დღის ბოლოსთვის მოგვარდება.

„როგორც მოგეხსენებათ, ფოთის „კოლხეთში“ არსებობს ფინანსური პრობლემები. ჩვენდა საბედნიეროდ მინდა ვთქვა, რომ სპორტული კუთხით წარმატებები გვაქვს და კლუბში განხორციელებულმა ცვლილებემა გააკეთა ის, რომ დღეს გუნდს აქვს საკმაოდ კარგი შედეგები. რაც შეეხება ფინანსურ პრობლემებს, აქ საუბარია ფეხბურთელების სახელფასო ძველ დავალიანებაზე. ჩვენს მიერ ჩატარებულ იქნა დროული მუშაობა ქალაქში არსებულ საწარმოებთან. საბედნიეროდ არის კომპანიები, რომლებმაც დახმარების სურვილი გამოთქვეს. დაიწყო თანხების გადმორიცხვა და ჩვენ აუცლებლად, მათთან შეთანხმებით გამოვაქვეყნებთ ამ კომპანიების სიას და ვფიქრობ, არსებული პრობლემა ჩვენს მიერ დროულად იქნება მოგვარებული“_ აღნიშნა გოჩა კურდღელიამ.

შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო გუნდი „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები, მერიასთან დილიდან შეიკრიბნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, გასულ საზონში მოასპარეზე ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების დასაფარავად, ფინანსური სახსრების გამონახვა მოითხოვეს. საუბარია დაახლოებით 45 ათას ლარზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტული ტექნიკური კომისია სანქციას აამოქმედებს და გუნდს 6 ქულა დააკლდება. შედეგად, „კოლხეთი1913“-ის მდგომარეობა სატურნირო ცხრილში, საგრძნობლად გაუარესდება. დავალიანების დაფარვის ბოლო ვადა კი დღეს იწურება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...