ფოთის „კოლხეთმა“ ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა ვერ შესძლო

ფოთის „კოლხეთმა“ ფეხბურთელების დავალიანების დაფარვა ვერ შესძლო _ ეს განცხადება ჟურნალისტებთან კლუბის დირექტორმა ზაზა ინაშვილმა გააკეთა. როგორც ის ამბობს, სამწუხაროდ ვერ შესძლო არსებული პრობლემის მოგვარება და უახლოეს დღეებში მიიღებს გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა დაკავებულ თანამდებობაზე.

ცნობისათვის, ზაზა ინაშვილი გუნდის დირექტორად 6 დღის წინ, 10 ივლისს დაინიშნა.

„გუნდმა ვერ გადაიხადა დათქმულ დროს ფეხბურთელების სახელფასო დავალიანება. დიდი ალბათობით „კოლხეთს“ 6 ქულა მოაკლდება, რაც ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადასაწყვეტია. სპონსორული შემოწირულობები არის მიზერული, რაც არანარ დავალიანებას არ ყოფნის. მე ახალი დანიშნილი დირექტორი ვარ, ჩემდა სამწუხაროდ ვერანაირად დავეხმარე გუნდს და უახლოეს მომავალში მივიღებ გადაწყვეტილებას დავრჩები თუ არა გუნდში ამ პოზიციაზე“_ აღნიშნა ზაზა ინაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო გუნდი „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები, მერიასთან გუშინ შეიკრიბნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლებისგან, გასულ საზონში მოასპარეზე ფეხბურთელების სახელფასო დავალიანების დასაფარავად, ფინანსური სახსრების გამონახვა მოითხოვეს. საუბარია დაახლოებით 45 ათას ლარზე. დავალიანების არ დაფარვის შემთხვევაში კი შესაბამისი სპორტული ტექნიკური კომისია გუნდს 6 ქულას მოაკლებს, რაც სატურნირო ცხრილში „კოლხეთი1913“-ის მდგომარეობის საგრძნობლად გაუარესებას გამოიწვევს. დავალიანების დაფარვის ბოლო ვადა გუშინ 23:00 სთ_ზე ამოიწურა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...