ფოთის „კოლხეთმა“ 7 წლის შემდეგ, საკუთარ მოედანზე თამაში განაახლა

ფოთის საფეხბურთო გუნდი ზუდიდის „ზუგდიდს“ მასპინძლობს. შეხვედრას გულშემატკივრებთან ერთად, საქართველოს ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი,ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.

„ძირითადი ტრიბუნა დასრულდა, ბალახის საფარიც მოწესრიგებულია და ძალიან დიდი ხნის შემდეგ პირველად, ფოთის საფეხბურთო გუნდი თამაშობს თავის ქალქში, რაც მახარებს და სწორედ ამიტომ ვიმყოფები აქ. ასევე მინდა ხაზი გავუსვა იმ ფაქტს,რომ ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო აკადემიას აშენებს, რაც ხელს შეუწყობს არამარტო ფოთში, არამედ მთლიანად ამ რეგიონში ბავშვების ჩართულობას. ეს არის ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და სხვა დანარჩენი არ მაინტერესებს“_ განაცხადა ჟურნალიტებთან ფეხბურთის ფედარაციის პრეზიდენმა ლევან კობიაშვილმა.

საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის ფარგლებში, აშენდა 1700 მაყურებელზე გათვლილი დასავლეთი ტრიბუნა, რომელიც ლითონის კონსტრუქციით გადაიხურა. მოეწყო შიდა და გარე კომუნიკაციები, გასახდელები, საშხაპეები, სველი წერტილები, საკონფერენციო დარბაზი, ექიმისა და დოპინგ-კონტროლის ოთახები.ტრიბუნის მიმდებარედ, 1500 კვ. მ ტერიტორიაზე ასფალტის საფარი დაიგო.სამუშაოები კომპანია „ელიტაბურჯმა „შეასრულა.

ფოთის სტადიონის რეაბილიტაციის მეორე ეტაპის სამუშაოებისთვის თანხას მუნიციპალური განვითარების ფონდი გამოყოფს.მისი სავარაუდო ღირებულება 5 მილიონ 493 ათასლარს შეადგენს. პროექტი კიდევ სამი ტრიბუნის აშენებას, სტადიონის ეზოსა და პარკინგების კეთილმოწყობას გულისხმობს.

ცნობისათვის, ფოთის სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო. რეაბილიტაციისთვის გამოცხადებული ტენდერი ორჯერ ჩაიშალა. კონტრაქტორმა ფირმებმა ავანსის სახით თანხა აიღეს, თუმცა ტენდერით დაკისრებული ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ფოთის მერიასა და აღნიშნულ კომპანიებს შორის დავა სასამართლოში მიმდინარეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად