ფოთის “კოლხეთის” ფეხბურთელები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური სახსრების გამონახვას მოითხოვენ

ამ წუთებში ფოთში, საფეხბურთო გუნდი „კოლხეთი 1913“-ის ფეხბურთელები და გულშემატკივრები, ადმინისტრაციულ შენობასთან არიან შეკრიბილები. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან, გასულ საზონში მოასპარეზე ფეხბურთელების დავალიანების დასაფარავად, ფინანსური სახსრების გამონახვას მოითხოვენ. საუბარია დაახლოებით 45 ათას ლარზე.

წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი სპორტული ტექნიკური კომისია სანქციას აამოქმედებს და გუნდს 6 ქულა დააკლდება. შედეგად, „კოლხეთი1913“-ის მდგომარეობა სატურნირო ცხრილში, საგრძნობლად გაუარესდება. დავალიანების დაფარვის ბოლო ვადა კი დღეს იწურება.

“ფოთის “კოლხეთი” დიდი ტრადიციების მქონე გუნდია.დღეს უდგას დიდი განსაცდელი, დაშლის პირასაა.გვინდა ქალაქის ხელმძღვანელებთან შეხვედრა იმისათვის, რომ ერთად გამოვნახოთ გზები ამ კლუბის გადასარჩენად.ქალაქს ჰქონდეს ფეხბურთი, არ გაქრეს სპორტის ორბიტრიდან ფოთი. გული შეგვტკივა გულშემატკივრებს.გუნდს აქვს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემა,”-განუცხადა ჟურნალუსტებს “კოლხეთი 1913”-ის გულშემატკივარმს დავით ძაძამიამ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად