ფოთის ჰოსპიტალში პნევმონიით მოთავსებულ ქალს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ქალს, რომელსაც ბოლნისის ერთ-ერთ მკვიდრთან შეხება ჰქონდა და ფოთის ჰოსპიტალში პნევმონიით მოათავსეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა.ამის შესახებ ჟურნალისტებს რამდენიმე წუთის წინ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცნობეს.

„არ დადასტურდა კორონავირუსი. ახლახან მივიღეთ ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა კლინიკურადაც დამაკმაყოფილებელია და ლაბორატორიულად არ დადასტურდა. არის ჩვეულებრივი მწვავე რესპირატორული სინდრომი, რომელსაც ახასიათებს ამავე დროს ფილტვების ცალმხრევი ანთება. ხვალიდან გადაწყდება მკურნალობას სტაციონარში გაგრძელებს თუ სახლში და იქ ავიყვანთ თვითიზოლაციის პირობებში“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინადა გაგუამ.
შეგახსენებთ, რომ ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ პალატაში, დღეს ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. მან გრიპის სიმპტომებით კლინიკას მას შემდეგ მიმართა, რაც ბოლნისი და მარნეული საკარანტინო ზონებად გამოცხადდა. როგორც მან კლინიკაში განაცხადა , რამდენიმე დღის წინ მჭიდრო შეხება ჰქონდა ბოლნისელთან. ექიმების განცხადებით, პაციენტს რენტგენოლოგიურად პნევმინია დაუდასტურდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად