ფოთის ჰოსპიტალში, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, ოთხი პაციენტია მოთავსებული

ისინი ფოთიდან, ლანჩხუთიდან და სენაკიდან არიან. ოთხივე ბოქსირებულ პალატებში გადის მკურნალობას.

„კლინიკაში იმყოფება ოთხი პაციენტი, 20 წლისა და 63 წლის ქალები ფოთიდან, ასევე, 33 წლის მამაკაცი ლანჩხუთიდან და 65 წლის მამაკაცი სენაკიდან.
მათ ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. პაციენტების ბიოლოგიური მასალის „პისიარ“ კვლევა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოხდება. პასუხები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად