ფოთის ჰოსპიტალში კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 45 წლის ქალი მოათავსეს

ის 112- ის ჯგუფმა ლანჩხუთიდან ჩამოიყვანა. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება. მისი ბიოლოგიური მასალა ლაბორატორიაში გამოსაკვლევად დღეს გაიგზავნება.

„45 წლის ქალს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის გაიგზავნება. პასუხი სავარაუდოდ, დღის ბოლოს გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად