ფოთის ჰოსპიტალში, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 37 წლის ქალი მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალში, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით 37 წლის ქალი მოათავსეს. პაციენტი ბოქსირებულ პალატაში იმყოფება.

„37 წლის ქალს უტარდება ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. მისი ბიოლოგიური მასალა დღეს დილით გაიგზავნა ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში „პისიარ“ კვლევისათვის. პასუხიც სავარაუდოდ მოგვიანებით გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა, თეა მიგინეიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად