ფოთის ჰოსპიტალში აფხაზეთში მცხოვრები 66 წლის ქალი, საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს

ფოთის ჰოსპიტალის ბოქსირებულ განყოფილებაში, აფხაზეთში მცხოვრები 66 წლის ქალი, საეჭვო სიმპტომებით მოათავსეს. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტ, საკარანტინო სივრცეში ყოფნის მე- 5 დღეს ტემპერატურამ აუწია. მისი ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაში ხვალ გაიგზავნება.

„დღე საკარანტინო სივრციდან შემოიყვანეს ერთი პაციენტი, რომელსაც აქვს 37.7 ტემპერატურა, სხვა დანარჩენი ჩივილები არა აქვს. არის აფაზეთიდან, გალის რაიონიდან, აქედან გამომდინარე, მიუხედავად ძალიან მშვიდი დინამიკისა, მაინც აუღეთ კოვიდზე ანლიზი და ხვალ დილით გაიგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ფოთში, ბოლო მონაცემებით თვითიზოლაციაში არის 14 ადამიანი და კარანტინში რჩება ისევ ხუთი“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად