ფოთის ჰოსპიტალში 50 წლის ქალი გალის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს

ფოთის ჰოსპიტალის ცხელების ცენტრში ორი პაციენტი მოათავსეს. ერთი 50 წლის ქალია, რომელიც გალის საავადმყოფოდან გადმოიყვანეს, ხოლო მეორე _ 33 წლის ქალი ფოთელია. ის ერთ-ერთი ბანკის თანამშრომელია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტებს მსუბუქი სიმპტომატიკა აღენიშნებათ და დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

„ცხელების ცენტრში არის შესული ორი საყურადღებო პაციენტი, მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით. მათი მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვფიქრობთ არაფერს ცუდს, მარტივი სიმპტომატიკა აღენიშნებათ.ერთი არის 50 წლის ქალი გალის საავადმყოფოდან გადმოყვანილი, რომელსაც 38 გრადუსამდე აქვს ტემპერატურა. მეორე ფოთელია, ერთ-ეთი ბანკის თანამშრომელი, 33 წლის ქალი. აქვს ყელის ტკვილი და სუბფებრილური ტემპეატურა. რედგენოლოგიურად არ არის დამაფირებელი და საეჭვო სურათი. დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან, ხვალ შევაფასებთ მდგომარეობას, ვნახათ თუ იქნა ბიოლოგიური მასალა ლუგარის ლაბორატორიაში გასაგზავნი. მოგვიანებით მესამე პაციენტს ქობულეთიდან ველოდებით“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად