ფოთის ჰოსპიტალში 39 წლის მამაკაცი კისრის არეში მიყენებული ჭრილობით მოათავსეს

ექიმების განცხადებით პაციენტი საავადმყოფოში, ფოთის ნავსადგურის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. სავარაუდოდ მან ტრავმა ერთ- ერთ ტერმინალზე მიიღო. მიზეზი კი ჯერჯერობით უცნობია.

,,პორტის სასწრაფო დახმარების მიერ მოყვანილია 39 წლის მამაკაცი. აღენიშნება შემავალი ჭრილობა კისრის არეში მარცხნივ და გულმკერდის ტრავმა. მოთავსებულია რეანიმაციულ განყოფილებაში, გადაყვანილია მართვით სუნთქვაზე, უტარდება შესაბამისი მკურნალობები. არ ვიცით როგორ მიიღო მან ეს დაზიანებები, რადგან პაციენტთან გასაუბრება ვერ მოვასწარით, მართვით სუნტქვაზე იქნა სასწარფოდ გადაყვანილი“ _ განაცხადა მიმღების ექიმმა გურანდა თევზაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად