ფოთის ჰოსპიტალში, 23 კოვიდ პაციენტი მკურნალობს

კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. პაციენტთა უმრავლესობა აჭარიდანაა.

„გუშინ გვყავდა 36 კოვიდ პაციენტი, აქედან მსუბუქი სიმპტომების მქონე 13 პირი, გადავიყვანეთ ანაკლიის საკარანტინე სივრცეში, შემდგომი მკურნალობისთვის. დაგვრჩა 23 პაციენტი, მათი მდგომარეობა, მსუბუქი, საშუალო სიმძიმისაა, აღენიშნებათ პნევმონია. მდგომარეობა სტაბილურია. უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა“, – განაცხადა თეა მიგინეიშვილმა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ბოლო მონაცემებით ფოთში დღეს, კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად