ფოთის ჰოსპიტალს 28 კოვიდინფიცირებული პაციენტი დაემატა

კლინიკის დირექტორის თეა მიგინეიშვილის განცხადებით, ამ დროისთვის მათი რაოდენობა 35-ს შეადგენს, რომლებიც ძირითადად ბათუმიდან არიან.

“35 პაციენტია შემოყვანილი სხვადასხვა ლოკაციიდან, უმეტესობა ბათუმიდანაა. პაციენტების მდგომარეობა უმეტესად მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა. კიდევ ველოდებით ნაკადს, დარჩენილი გვაქვს 5 ადგილი”, – განაცხადა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

შგახსენებთ, რომ 20 სექტემბრიდან, ფოთის ჰოსპიტალმა ოპერირება დაიწყო, როგორც კოვიდ კლინიკამ. კოვიდ პაციენტების სამართავად “ფოთის ჰოსპიტალმა” 40-მდე მედპერსონალი და 40 საწოლი გამოყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად