ფოთის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ 67 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ბოქსირებულ პალატაში მოთავსებულ 67 წლის პაციენტს კორონავირუსი არ დაუდგინდა. შეგახსენებთ, რომ 67 წლის მამაკაცი აბაშიდან ფოთში, გუშინ ჩამოიყვანეს, მას ტემპერატურა და ფილტვში ცვლილებები აღენიშნებოდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით, ექიმების გადაწყვეტილებით პაციენტს ან აბაშაში დააბრუნენბენ, ან ადგილზე სტაციონარის პირობებში გაუგრძელდება მკურნალობა.

ბოლო მონაცემებით ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 15, ხოლო კარანტინში 9 ადამიანი იმყოფება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად