ფოთის ბაზრის დირექტორი: მყიდველებს სიცხეს ვუზომავთ, ფულს დეზინფექცია უტარდება და უთოვდება, ხელთათმანები აუცილებელია

ფოთში, აგრარული ბაზარი შეუფერხებლად განაგრძობს ფუნქციონირებას. ბაზრის ადმინისტრაციის განცხადებით დახურვაზე ბრძანება არ მიუღიათ. როგორც ბაზრის დირექტორმა განმარტა, მათ მიერ მოფიქრებლმა მეთოდმა გაამართლა. საუბარია ფულის ანტისეპტიკით დამუშავებასა და შემდეგ დაუთოებაზე.

“აქ გუბერნიიდან იყვნენ ჩამოსულები, მოეწონათ ბაზარს თვითონ შენობა . შემდეგ გუბერნატორი ჩამობრძანდა და გვითხრა, მოგვეფიქრებია ისეთი რამე , რომ მომხმარებლებს ფულთან არ ჰქონოდა შეხება. ვიფიქრეთ ტერმინელებზე, ბარათებით მომსახურებაზე, მაგარმ ბარათიც ბევრს აქვს, ბევრს კი არა.

ყველა აქ შემომსვლელს ტემპერატურას ვუზომავთ , ხელთათმენების ქონა აუცილებელია. დღეს გამოგვიგზავნიან თბილისიდან ბახილებს . ფული ანტისეპტიკით მუშავდება და შემდეგ უთოვდება , ამის მოფიქრება შევძელით, ამ მეთოდმა გაამართლა” – აცხადებს ფოთის ბაზრის დირექტორი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად