ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან დილიდან რიგებია

ფოთის ადმინისტრაციულ საზღვრებთან რიგებია. ყველას, ვინც ქალაქიდან გადის თუ შემოდის უტარდება თერმო-სკრინინგი. მოსახლეობა თვლის, რომ ეს აუცილებელი პროცედურაა და ითვალისწინებენ ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

,, ყველას ამოწმებენ და ძალიან კარგია. უნდა დავემორჩილოთ ხელისუფლების გადაწყვეტილებას, თუ გვინდა, რომ უარესი შედეგი არ დადგეს,“- აცხადებს ერთ-ერთი მგზავრი.
ადგილზე იმყოფებოდა ფოთის მერი გოჩა კურდღელია. მისი თქმით, ქალაქში სატვირთო ოპერაციები შეუფერხებლად მიმდინარეობს.
,,მთავრობის დადგენილების შესაბამისად ქალაქის ადმინისტრაციულ საზღვრებზე გაიხსნა ბლოკ -პოსტები, სადაც განთავსებული არიან თავდაცვის , შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროების წარმომადგენლები. ისინი ქალქში შემომსვლელ და გამსვლელ მანქანებს ამოწმებენ და მგზავრებს უტარდებათ თერმო-სკრინინგი.სატვირთო ოპერაციები არ წყდება. ქალაქში ტვირთების შემოტანა და გატანა შეუფერხებლად მიმდინარეობს. უცხოეთიდან შემოსული მძღოლები კონტროლდებიან განსაკუთრებით მკაცრად , მათ უტარდებათ სპეციალური სამედიცინო შემოწმება,“- გოჩა კურღელიამ.
საკოორდინაცო საბჭოს თავმჯდომარის კესო გელენიძის თქმით, განსაკუთრბით კონტროლდება უცხოეთიდან და მარNეულიდან ჩამოსული ტრაილერის მძღოლები.

,,ჩვეულებრივად გაგრძელდება თვითიზოლაციაში მყოფი პირების შემოწმება და მონიტორინგი, რასაც ჩვენ ისედაც ვახორციელებთ. იმ პირებს, რომლებსაც დაუმთავრდათ თვითიზოლაციის ვადა, უტარდებათ თერმოსკრინინგი, ჩემი დასტურის შემთხვევაში თუ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, ეპიდემიოლოგები იღებენ გადაწყვეტილებას დაუსრულდეს იზოლაციის ვადა. ყველა უცხოეთიდან შემოსული ტრაილერის მძღოლი ჩერდება ბლოკ-პოსტზე , ჩვენ ამას გვატყობინებს შსს-ს შესაბამისი სამსახურები, გადის სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ადგილზე ხდება მძღოლის თერმო-სკრინინგი, ეს ეხება ასევე მარნეულიდან ჩამოსულ ტრაილერის მძღოლებსაც . ფოთელი ტრაილერის მძღოლები, რომლებიც შემოვიდნენ ქალაქში, ისინი აყვანილი არიან აღრიცხვაზე ,მათთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია, ვაწარმოებთ მათზეც მონიტორინგს. გვქონდა ერთი შემთხვევა , თურქეთის მძღოლი, ბროკერი თავისი მანქანით გადაადგილდა ქალაქში და ეს პიროვნება ავიყვანეთ თვითიზოლაციაზე,“- განაცხადა საკოორდინაცო საბჭოს თავმჯდომარემ კესო გელენიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად