ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები სანთლის შუქზე განიხილა

ფოთის 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივრები სანთლის შუქზე განიხილა. ძლიერი ქარის გამო ელექტრო ენერგია მთელ ქალაქს დაახლოებით 6 საათიდან არ მიეწოდება.

12 საჩივრიდან საოლქო კომისიამ 6 საჩივარი არ დააკმაყოფილა, 4 განუხილველი დატოვა, ხოლო 2 გადაიდო. ,,შემოსული 12 საჩივარიდან 6 საჩივარი , რომლებიც ფოტო-ვიდეო გადაღებას, წილისყრის პროცედურების დარღვევასა და დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობას შეეხებოდა უსაფუძვლობის გამო არ დავაკმაყოფილეთ. ეს საჩივრები უბნებზეც იყო დაწერილი და რეალურად ადგილზევე აღმოიფხვრა.

რაც შეეხება 4 საჩივარს, ისინი არაუფლებამოსილი პირის მიერ იყო შემოტანილი და ამიტომ განსახილვევლი დარჩა. დარჩენილი 2 საჩივარი,რომლებიც გარე აგიტაციის თემას შეეხება ,გვჭირდება დამატებითი ინფორმაცია, საოლქო კომისია ჩაატარებს მოკვლევას ,ამის შემდეგ გაიმართება სხდომა და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას,“- განუცხადა ჟურნალისტებს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე სალომე როდონაიამ. ოპზიციის განცხადებით, საოლქო საარჩევნო კომისიამ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო. ,,საოლქო საარჩევნო კომისიამ არაობიექტური გადაწყვეტილება მიიღო.მე პირადად მსგავსი ფაქტები უბანზე დავაფიქსირე, თავჯდომარეებმა მიიღეს ტენდენციური გადაწყვეტილება და ის რომ ოპოზიციის მიერ დაწერილი საჩივრები არ დაკმაყოფილდა ,ეს არის უსაფუძვლო,“- აღნიშნა საოლქოში ,,ევროპული საქართველოს“ წევრმა მაკა ჩხეტიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...