ფოთის 19-ე უბანზე საჩივარი დაიწერა

ფოთში, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო პლატფორმას” ინფორმაციით, თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან მიკროავტობუსებია მობილიზებული, სადაც „ქართული ოცნების” მხარდამჭერები იმყოფებიან და ამომრჩევლებზე ზეწოლას ახორციელებენ.

მათივე თქმით, მე-19 საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის სტატუსით „ქართული ოცნების” ფოთის ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე იმყოფება, რაც კანონდარღვევაა.

„სამოქალაქო პლატფორმამ” მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით უკვე დაწერა საჩივარი. აღნიშნულ ბრალდებას ეხმიანება ადრესატი, ზაალ კვინჩია. მისი განცხადებით, გარდა იმისა, რომ „ქართული ოცნების” წარმომადგენელია, იგი არასამთავრობო ორგანიზაციას „ფოთის ახალგაზრდული ალიანსსაც” წარმოადგენს და არჩევნების პროცესს სწორედ ამ ამპლუაში აკვირდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად