ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში, დღეს ოთხი პაციენტის ანალიზი გაიგზავნა

აქედან ერთ-ერთი 2 წლის გოგონაა. საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრის განცხადებით პაციენტებიდან მხოლოდ ბავშვს აქვს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია, რომელსაც ჩამოსვლიდან მე-15 დღეს ტემპერატურამ აუწია. ის დედასთან ერთად თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„40 წლამდე მამაკაცს, თერმოსსკრინინგით შემოსასვლელში დაუდგინდა მაღალი ტემპერატურა და აქვს ჩვეულებრივი ანგინა, მაგრამ ყელია ძალიან ატიპიური. ასევე ცხელების ცენტრში, შემოიყვანეს ორი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი, ორმხრივი პლევმონიით, დამატებული სუნთქვის უკმარისობით. რაც შეეხება ბავშვს, არის ორი წლის, რომელსაც აქვს მგზავრობის ისტორი თურქეთში და დაეწყო სიცხე ჩამოსვლიდან მე-15 დღეს. ის თვითიზოლაციაში დედასთან ეთად იმყოფებოდა. ამდენად ჩაითვალა, რომ ოთხივეს ავუღოთ ლაბორატორიული ანალიზი, რამე როამ არ გამოგვეპაროს“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად