ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ერთი პაციენტის ანალიზი გაიგზავნა

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში დღეს ერთი პაციენტის ანალიზი გაიგზავნა. პაციენტი 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც საბერძნეთიდან ჩამოვიდა და თვითიზოლაციის ვადა დღეს უმთავრდებოდა. როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში განაცხადეს, მას 37 გრადუსი სიცხე დაუფიქსირდა და სტაციონარში მოათავსეს.ლაბორატორიის პასუხი სავარაუდოდ ხვალ დღის პირველ ნახვარში გახდება ცნობილი.

„თვითიზოლაციაზე დღეს ავიყვანეთ 12 ადამიანი, აქედან ერთი საბერძნეთიდან, 4 მარნეულიდან და დანარჩენები თურქეთიდან იყვნენ ჩამოსულები. მათი ასაკი 24-დან 50 წლამდეა, ხუთი ქალია. საბერძნეთიდან ჩამოსული 40 წლამდე მამაკაცი სტაციონარში გადავიყვანეთ, მას თვითიზოლაცია დღეს უმთავრდებოდა, მაგრამ, რადგანაც 37 გრადუსი ჰქონდა სიცხე, მეტი არანაირი კლინიკური გამოვლინება არ აღენიშნებოდა, ამიტომ დაგვაეჭვა, ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ლაბორატორიაში, პასუხი სავარაუდოდ ხვალ დილით გვეცოდინება. ამჯერად მას არა აქვს სიცხე და როგორც სხვა დანარჩენები, თავს კარგად გრძნობს. ჯამში 65 ადამიანი გვყავს თვითიზოლაციაში, ხოლო კარანტინში რჩება _ 7. დღეს ზედამხედველობა 4 ადამიანს დაუმთავრდა“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად