ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში, 67 წლის პაციენტის ანალიზი გაიგზავნა

ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში, 67 წლის პაციენტის ანალიზი გაიგზავნა. ის ცხელების ცენტრში, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ, აბაშიდან შემოიყვანა. პაციენტს, ტემპერატურა და ფილტვში ცვლილებები აღენიშნება. ამ დროისთვის ფოთში თვითიზოლაციის რეჟიმში 15, ხოლო კარანტინში 9 ადამიანი იმყოფება.

„ცხელების ცენტრში შემოვიდა ოთხი პაციენტი, აქედან ერთზე აღებულ იქნა ნაცხი და გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში, დანარჩენები გაეწერნენ სტაციონარზე. საეჭვოდ მიჩნეული პაციენტი 67 წლის კაცია, რომელიც სასწრაფო სამედიცინო მანქანამ აბაშიდან ჩამოიყვანა. მას გულის ქრონიკული დაავადება აქვს. აღენიშნება ტემპერატურა და გარკვეული ცვლილებები ფილტვში ბრონხების სახით. არა აქვს მოგზაურობის ისტორია და არც ინფიცირებულთან და არც საეჭვო შემთხვევებთან კონტაქტი არ ჰქონია. იზოლაციაზე გვყავს აყვანილი დამატებით 5 ტრაილერის მძღოლი, აქედან ერთი სომხეთიდან, დანარჩენები კი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდნენ. ჯამში თვითიზოლაციაზე 15, ხოლო კარანტინში 9 ადამიანია“_განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი დირექტორის მოადგგილემ ზინაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად