ფოთიდან ლუგარის ლაბორატორიაში, 19 მებაჟის და 4 ფარმაცევტის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნა

როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული ღონისძიება პრევენციული ხასიათისაა და ეტაპიბრივად განხორციელდება.

“ახალ კორონავირუსზე ტესტირების არეალს თანდათანობით ვაფართოებთ. დღეს მებაჟეები და ფარმაცევტები დავტესტეთ. აღნიშნული პროცესი უახლოეს დღეებშიც გაგეძელდება იგი გეგმიურად, პრევენციული მიზნით ხორციელდება. ფარმაცევტების დატესტვას სავარაუდოდ ხვალაც გავაგრძელებთ. ანალიზების კვლევა ლუგარის ლაბორატორიაში, “პისიარ” ტექნოლოგიით განხორციელდება” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნანა მხეიძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად