ფოთიდან, COVID-19-ის დასადგენად ლაბორატორიაში 82 წლის პაციენტის ანალიზი გაიგზავნა

ფოთიდან, ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში, სენაკელი პაციენტის ანალიზი გაიგზავნა. პაციენტი 82 წალისაა, რომელიც 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ის ფოთის საავადმყოფოში, სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა. მას მაღალი სიცხე და საერთო სისუსტე აღენიშნება.

„დღეს 6-ს მოეხსნა თვითიზოლაცია, დაგვემატა 5 და ჯამში გვყავს 61 პაციენტი თვითიზოლაციაში, კარანტინში_ 4. ახლებიდან ორი არის ჩამოსული სომხეთიდან, დანარჩენები მარნეულიდან და ბოლნისიდან. ასევე, ასაკოვანი, 82 წლის ქალი, სენაკის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჩამოიყვანა, მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში, ავუღეთ ნაცხი და გავაგზავნეთ ქუთაისის დაავადებათა კონტროლის ლაბორატორიაში. მას მაღალი ტემპერატურა და საერთო სისუსტე აღენიშნება. 13 მარტს მოსკოვიდან ჩამოვიდა. ჩემი ინფორმაციით თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა“_ განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ზიანაიდა გაგუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად