ფოთიდან ბათუმის საკარანტინო სივრცეში, დღეს 5 პირი გადაიყვანეს

ფოთის საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის განცხადებით, ამის მიზეზი ტრაილერის ბათუმელი მძღოლია, რომელსაც კორონა ვირუსი სომხეთში დაუდასტურდა.

ინფიცირებულს ურთიერთობა ჰქონდა ფოთში განთავსებულ ავტომობილების შემკეთებელ პუნქტთან.

„ჩვენთან შემოვიდა შეტყობინება, რომ ბათუმელი მძღოლი , რომელმაც გაიარა ფოთი ჰქონდა მანქანის ტექნიკური პრობლემა და გაჩერდა ერთ-ერთ ტექდათვალიერების ჯფგუფთან, მას დაიუდასტურდა კორონავირუსი . ეპიდემიოლოგიური სამსახურის მიერ მოძიებულ იქნა ის პირები, რომლებტანაც მას კონტაქტი ჰქონდა, ასეთი აღმოაჩნდა ხუთი. ჩვენი სამსახურის მიერ კოორდინირებული მუშაობით , შეთანხმებით საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი სამსახურის ცენთრთან შეთანხმებით, ისინი გადაყვანილი არიან ბათუმის საკარანტინო სივრცეში“ _განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარემ კესო გელენიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად