ფოთი სამ დღესასწაულს აღნიშნავს

ფოთი, კვირაცხოვლობასთან ერთად, ქალაქის და საკათედრი ტაძრის დღეს აღნიშნავს.

ღონისძიების ფარგლებში, ნიკო ნიკოლაძის ძეგლის გვირგვინით შემკობის შემდეგ, საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა, აღევლინა. რამდენიმე წუთში, ნიკო ნიკოლაძის კოშკის წინ, საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების ცერემონია დაიწყება.

დაგეგმილია ფოთსა და ბათუმის საზღვაო აკადემიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება. საზეიმო ვითარებაში, ქალაქის ერთ-ერთ სკვერს, დამეგობრებული ქალაქის-ოსტამარას სახელი მიენიჭება. ქალაქის ცენტრალური პარკში, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა მოეწყო.

ღონისძიება, მეგა-პროექტის “ჩვენ ვარსკვლავები ვართ” გამარჯვებულის მანანიკო ჩენტერაძის გალა-კონცერტით დასრულდება.
ქალაქის დღე ფოთში მეორე წელია აღინიშნება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად