ფოთი ახალციხის თოჯინების თეატრს მასპინძლობს

ფოთი ახალციხის თოჯინების თეატრს მასპინძლობს. “პატარა უფლისწული” ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც მსახიობმა ლექსო ჩემიამ, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ნაწარმოების მიხედვით დადგა. აღსანიშნავია, რომ მსახიობისთვის, ეს პირველი რეჟისორული ნამუშევარია. თოჯნების მხატვარი ვახო ქორიძე გახლავთ.

სპექტაკლი, როგორც პატარებზე, ასევე უფროსი ასაკის მაყურებელზეა გათვლილი და მასში სამყაროს გასაცნობად პატარა უფლისწულის მოგზაურობის ამბავი, ორიგინალური ფორმითაა გადმოცემული. წარმოდგენა ორი დღის წინ, ბათუმშიც ჩატარდა. გასტროლი კულტურის სამინისტროს პროექტის ფარგლებში იმართება.

“როგორც რეჟისორის ამპლუაში, ეს ჩემი პირველი ნამუშევარია. ასეთი შანსი და საშუალება, მესხეთის სახელმწიფო თოჯინების თეატრმა მომცა. ნაწარმოების შერჩევაში ოდნავ სუბიექტური ვიყავი, იმიტომ რომ ეგზიუპერის „პატარა უფლისწული“ ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნაწარმოებია და ალბათ, არა მარტო ჩემი. პრინცი, რომელიც მეგობარს დაეძებდა, არა და მას უკვე ჰყავდა მეგობარი ვარდის სახით, სწორედ ამ ფაბულაზეა აგებული სპექტაკლი, ასევე, რა თქმა უნდა სიკეთეზე, სიყვარულზე და ერთმანეთის გაფრთხილებაზე, როგორც წერია ამ შესანიშნავ ნაწარმოებში. გუშინწინ ბათუმში ვიყავით გასტროლებზე, საკმაოდ დადებითად მიიღო მაყურებელმა და მოხარული ვარ, რომ სპექტაკლი ფოთელ ბავშვებსაც მოეწონათ“ – განაცხადა ლექსო ჩემიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად