ფოთელმა სპორტსმენებმა უ შუ კუნგფუს საერთაშორისო ტურნირში 29 მედალი მოიპოვეს

ფოთელმა სპორტსმენებმა უ შუ კუნგფუს საერთაშორისო ტურნირში 17 ოქროს 5 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ტურნირი ბათუმში მიმდინარეობდა, სადაც 12-ზე მეტი ქვეყნის 240-მდე უ შუისტი მონაწილეობდა.

ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უშუს ჯგუფის მწვრთნელის, ვასილ დუნდუას განცხადებით, გამარჯვებულები ამჯერად მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც ნოემბრის თვეში რუსეთში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად