ფოთელმა მოჭიდავემ მსოფლო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ფოთელლმა მოჭიდავემ გივი ნადარეიშვილმა, რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე, ჭიდაობა-სამბოში მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა.   ის 52 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.

„გივიმ პირველი შეხვედრა მსოფლიო ჩემპიონთან, ტაჯიკ სპორსმენთან წარმატებით დაასრულა, მეორე შეხვედრა აზერბაიჯანელ სპორსმენთან ჩაატარა და დამაჯერებლად გაიმარჯვა, ხოლო მესამე, ფინალში გადასასვლელი შეხვდა, სომეხ სპორსმენთან მცირე უპირატესობით დათმო. ხოლო, ბოლო შეხვედრა მესამე ადგილისთვის, რუმინელთან დამაჯერებლად მოიგო და დაიკავა მესამე საპრიზო ადგილი“_ განაცხადა „აიპრესთან“ გივი ნადარეიშვილის მეორე მწვრთნელმა კოტე ხუბუტიამ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...