ფოთელმა მოჭიდავემ, ჯაბა თურქიამ საერთაშორისო ტურნირში ვერცხლის მედალი მოიპოვა

შეჯიბრება სომხეთში მიმდინარეობს. ელიზბარ ( ჯაბა) თურაქია 71 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ის ფინალურ ორთაბრძოლაში, სომეხ მოჭიდავეს დაუპირისპირდა. ასევე, ტურნირში, ფოთელი სპორტსმენი, გივი ნადარეიშვილი, 58 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა. მან ბრინჯაოს მედალი აიღო.

მწვრთნელის, კოტე ხუბუტიას განცხადებით, ჯაბა თურქია და ბექა სანაია, მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას, რომელიც 15-17 ოქტომბერს საბერნეთში გაიმართება.

კომენტარები
იტვირთება...