ტაშკენტში, მსოფლიო ჩემპიონატზე ჭიდაობა სამბოში, 18 წლის ფოთელმა ელიზბარ თურქიამ პირველი ადგილი დაიკავა.
ის 64 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა.
ელიზბარ თურქიამ ფინალურ ორთაბრძოლაში რუსი გამოცდილი მოჭიდავე, მსოფლიო და ევროპის პრიზიორი დაამარცხა.
შეჯიბრება რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.