ფოთელმა 14 წლის ელენე წოწინავამ ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატზე საერთაშორისო ოსტატის ბალი შეასრულა

ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, 14 წლის მოჭადრაკემ ელენე წოწონავამ, 20 წლამდე მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა საერთაშორისო ოსტატის ბალი შეასრულა.

მან ფიდეს და სართაშორისო ოსტატებთან, 5 შეხვედრა მოიგო, ოთხი _ დათმო და ორი _ ყაიმით დაასრულა. შედეგად, ელენემ ფიდეს რეიტინგი 146,4 პუნქტით აიმაღლა.

ინდოეთში, 20 წლის ჭაბუკთა და გოგონათა შორის მსოფლიო ჩემპიონატი 15 ოქტომბერს დაიწყო და დღეს დასრულდა. მასში 40-მდე ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა. ელენემ ამ შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლება, საქართველოს 20 წლამდელთა ჩემპიონატზე მოიპოვა, სადაც სენსაციური შედეგი დააფიქსირა და ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად