ფოთელი სამბისტი ჯაბა თურქია საქართველოს ჩემპიონი გახდა

ევროპის შესარჩევ ტურნირში, ახალგაზრდებს შორის ელიზბარ (ჯაბა) თურქიამ, 64 კგ წონით კატეგორიაში, პირველი ადგილი დაიკავა.

თბილისში გამართულ შეჯიბრებაში, სხვადასხა ქალაქის 150-მდე მოჭიდავე ღებულობდა მონაწილეობას. როგორც „აიპრესთან“ ჯაბა თურქიას მწვრთნელმა, კოტე ხუბუტიამ განაცხადა, მან ოთხი შეხვედრა ჩაატარა და ოთხივე დამაჯერებლად მოიგო. ასევე, ფოთემა სამბისტმა ვიტალი ქაქუთიამ 58 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილი დაიკავა, რომელიც ფინალურ ორთაბრძოლაში აშკარა უპირატესობით ასპარეზობდა, თუმცა ხელის ტრავმა მიიღო და შეჯიბრს გამოეთიშა.

ევროპის ჩემპიონატი, კვიპროსის ქალაქ ლიმასოლში, მიმდინარე წლის აპრილის თვეში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...