ფოთელი 8 წლის საბა გოგია უშუ კუნგფუში მსოფლიო ჩემპიონი გახდა

ჩინეთში, ქალაქ ემეიშანში უშუ კუნგფუს მე-8 მსოფლიო ჩემპიონატზე, ფოთელმა 8 წლის საბა გოგიამ ოქროს მედალი მოიპოვა. ჩემპიონატზე 50 ქვეყნის 5 000 სპორტსმენი ღებულობს მონაწილეობას.

“მსოფლიო ჩემპიონატზე, საქართველოს უშუს ეროვნული ნაკრები 11 სპორტსმენი მონაწილეობს. გუნდს სათავეში უდგას უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი გიორგი ვერულიძე, რომელიც ამჟამად იქ იმყოფება. ამ დილით გვაცნობა მეტად სასიხარულო ამბავი, რომ საბა გოგიამ გუნშუს საჩვერნებელ გამოსვლაში_ გრძელი იარაღით მოიპოვა პირველი ადგილი და დაეუფლა მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს. ძალიან საამაყოა, რადგან საბა პირველადაა ამ დონის ჩემპიონატზე და ეგრევე დაეუფლა ოქროს მედალს. დღის მეორე ნახევარში გამოდის მეორე ფოთელი სპორტსმენი 11 წლის სოფიკო აფხაზავა. ის ევროპის ჩემპიონია და მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ” _ განაცხადა ფოთის სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების უშუს ჯგუფის მწვრთნელმა, ვასილ დუნდუამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად