“ფორბსის” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების სიის სათავეში ლიონელ მესია

“ფორბსი” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულს ასახელებს

“ფორბსის” მიერ შედგენილი მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელების ათეულის სათავეში არგენტინის ნაკრების და “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელი მესია. მის მიერ 2020-2021 წლების საფეხბურთო სეზონი განმავლობაში ხელფასის სახით 92 მილიონი იქნა გამომუშავებული, ხოლო 34 მილიონი დოლარი მან სხვადასხვა სარეკლამო კონტრაქტებში და სპონსორებისგან მიიღო.
 
შარშან შედგენილი ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის სათავეში მყოფი ლიონელ მესის ხელფასად “ფორბსს” 92 მლნ დოლარი ჰქონდა მითითებული, სარეკლამო კონტრაქტებში და სპონსორებისგან მიღებულ შემოსავლად კი 35 მლნ დოლარი.
 
2020-2021 წლებში პორტუგალიის ნაკრების და “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ხელფასი წინა წელთან შედარებით 5 მლნ-ით დოლარით, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებში და სპონსორებისგან მიღებულ შემოსავალი 3 მლნ დოლარითაა გაზრდილი.

 
სულ, რონალდუს 117(70+47) მლნ $ აქვს მიღებული.
 
მესამე ადგილზე 96(78+18) მლნ $ით ბრაზილიის ნაკრების და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი ნეიმარია. შარშანდელთან შედარებით მან 3 მლნ $-ით მეტი ხელფასი აიღო, ხოლო სარეკლამო კონტრაქტებში და სპონსორებისგან კი 12 მლნ $-ით ნაკლები.

 
42(28+14)მლნ $-ით მეოთხე ადგილზეა საფრანგეთის ნაკრების და “პარი სენ-ჟერმენის” თავდამსხმელი კილიან მბაპე. მისი ხელფასი შარშანდელთან შედარებით 1,4 მლნ $-ითაა გაზრდილი, სარეკლამო შემოსავლები და სპონსორებისგან მიღებული თნხები კი 10 მლნ $-ით.


 
ეგვიპტის ნაკრების და “ლივერპულის” თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი 37(24+13) მლნ მეხუთე ადგილზეა. შარშან მას მიღებული ჰქონდა 25.1(16,1+9) მლნ $.


 
საფრანგეთის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” თავდამსხმელი პოლ პოგბა მეექვსეა – 34(28+6) მლნ $. შარშან მას მიღებული ჰქონდა 33(29+4) მლნ $.


 
33(28+5) მლნ დოლარით მეშვიდე ადგილზეა ანტუან გრიზმანი – საფრანგეთის ნაკრების და “ბარსელონას”თავდამსხმელი. შარშან მას 27.7(23.2+4.5) მლნ $ ჰქონდა.


 
უელსის ნაკრების და მადრიდის “რეალის” თავდამსხმელი გარეთ ბეილი 29(23+6) მლნ $-ით სიაში მერვეა. ბეილმა “რეალის” ბოლო 11 თამაშიდან 2 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აგვისტოდან კლუბის 24 კაციან სიაში აღარაა. იგი სათადარიგოთა სკამზე მჯდომი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია. შარშან მას 27.2(25.6+1.6) მლნ $ ჰქონდა მიღებული.

 
მეცხრე და მეათე ადგილებზე არიან პოლონეთის ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი – 28(24+4) მლნ $ და ესპანეთის ნაკრების და “მანჩესტერ იუნაიტედის” მეკარე დავიდ დე ხეა – 27(24+3) მლნ $.


 
“ფორბსი” აღნიშნავს, რომ სია შედგენილია კლუბებიდა, ფეხბურთელების აგენტებიდან, კომერციული სპონსორებისგან და ევროპელი და ამერიკელი საფეხბურთო ექსპერტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. დასახელებულ თანხებში არ შედის ფეხბურთელების მიერ კლუბიდან კლუბში გადასვლის საკომისიო და არაა გამოკლებული საგადასახადო ორგანოებისთვის გადახდილი თანხები.
მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად