ფოფხაძე: თუ უზენაესის კანდიდატებს დაამტკიცებენ ჭკუიდან გადავალ, შეიძლება თავიც ავიფეთქო

თუ უზენაესის კანდიდატებს დაამტკიცებენ ჭკუიდან გადავალ, შეიძლება თავიც ავიფეთქო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განაცხადა.

“თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ვერც მოვახერხო. ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ. არაადეკვატური გავხდები. რაში გამოიხატება, ეს მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, თავი ავიფეთქო, პარლამენტში ტროტილით მივიდე.

ეს არის ჩემი პრინციპებისა და ღირებულებებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდა. ამიტომ უკანდახევა გამორიცხულია. გეუბნებით, შეიძლება ისეთი რამე გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...