ფოფხაძე: “თამბაქოს კონტროლის შესახებ” კანონპროექტის ყველა მუხლს ერთნაირად არ ვეთანხმები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გედევან ფოფხაძეს "თამბაქოს კონტროლის შესახებ" კანონპროექტის რამდენიმე მუხლთან დაკავშრებით შენიშვნები აქვს.

ფოფხაძე აქვე დასძენს, რომ კანონპროექტში იმ ადამიანების უფლებებიც უნდა იყოს დაცული, ვინც მწეველია. 

"არაფერი სადაო არ მაქვს ორ პრინციპთან მიმართებაში, რომ არ მოხდეს წარმოდგენილი კანონმდებლობის მიხედვით სიგარეტის მოწევის პროპაგანდა და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ მესამე პირი არ იყოს დაზარალებული მწეველის მხრიდან.

არავის ლობისტის როლში არ გამოვდივარ, მაგრამ მაქვს გულწრფელი კითხვები ადმინისტრირებასთან მიმართებაში, რომელიც ამ შემთხვევაში არ მგონია, რომ დასაზუსტებელი არ იყოს.  

მესმის, ჩვენ ვამბობთ, რომ მოწევა ცუდია, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებსაც ეს თვისება აქვთ. რატომ არ შეიძლება თუნდაც ამ კანონის ფარგლებში ვიფიქროთ ამ ადამიანებისთვისაც ელემენტარული უფლებრივი მდგომარეობის შექმნაზე.

პრინციპს ჩვენ მხარს ვუჭერთ, მაგრამ როცა თქვენ ამბობთ, რომ ყველა მუხლის მხარდაჭერა ერთნაირად სწორია, ვთქვათ, მე არ ვიზიარებ ამას და ყველა მუხლს ერთნაირად არ ვეთანხმები, როგორ მივიღო გადაწყვეტილება მეორე მოსმენის რეჟიმში ? ", – აღნიშნა გედევან ფოფხაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...