A1 ბანერი

ფოფხაძე: რატომ ვართ ამბოხებულები, ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ?

ასე უპასუხა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელებს მას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ეკა ბესელიას და მის თანამოაზრეებს ამბოხებულებს ეძახიან.

„ჩვენ რატომ ვართ ამბოხებულები, რაში გამოიხატება ამბოხება? ფოსტა-ტელეგრაფი ავიღეთ? ჩვენ გამოვთქვამთ განსხვავებულ აზრს. მე საერთოდ ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება გუნდის შიგნით განსხვავებული აზრის მატარებელი ადამიანები ამბოხებულებად გამოაცხადო. ეს მე მგონია, რომ არასწორი პოზიციაა.

არ ველოდები გარიცხვას, ველოდებით სხვა რაღაცებს. საღამოს მეგობრებთან შეხვედრას, დავგეგმეთ, ასეთ რაღაცებს ველოდები. გარიცხვა იქნება თუ არა, საერთოდ მგონია, რომ აქტუალური არ არის. თუ ვიღაც მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პარტიიდან განსხვავებული აზრის გამო, ხალხი უნდა გაირიცხოს, მით უმეტეს სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიიდან, იმას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ სახელისუფლებო პოლიტიკური პარტიის შიგნით დემოკრატიის ხარისხი ქვეყანაში დემოკრატიის ხარისხს განსაზღვრავს,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...