ფოფხაძე მოსამართლეობის კანდიდატს: ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის გოჩა ჯეირანაშვილის მოსმენა მიმდინარეობს, ერთმანეთს დამოუკიდებელი დეპუტატი გედევან ფოფხაძე და სხდომის წამყვანი, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

აღნიშნულის მიზეზი გახდა გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებული განცხადება გახდა, რომლის თანახმად, „ოცნების“ დეპუტატები, რომლებიც აღნიშნულ კანდიდატს ხმას მისცემენ, მიხეილ სააკაშვილზე უარესი არიან და დასძინა, რომ ანრი ოხანაშვილი სავარაუდოდ, მისთვის ხმის მიცემას აპირებს.

„თქვენ რომ ვინმემ ხმა მოგცეთ, ის იქნება არა უბრალოდ „ნაცი“, არამედ „ნაცი“ კვადრატში. ის „ოცნების“ დეპუტატი, რომელიც თქვენ ხმას გაძლევთ, არის „ნაცი“ კვადრატში. ის ადამიანი, ვინც თქვენ ხმას გაძლევთ, მიშა სააკაშვილია, იმაზე უარესია. ამ მოცემულობაში რატომ აგდებთ ამ დეპუტატებს? ანრი იცინის, ეტყობა აპირებს თქვენთვის ხმის მოცემას“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ანრი ოხანაშვილმა კოლეგას მიმართა, მიხეილ სააკაშვილთან გაიგივების გარეშე გაეგრძელებინა კანდიდატთან გასაუბრება.

„რას ჰქვია მე ვისზე ვაპირებ ხმის მიცემას და სააკაშვილთან გაიგივება. გააგრძელეთ ინტერვიუ და ჩემს შეფასებებთან და გაიგივებასთან დაკავშირებით თავი შეიკავეთ, კორექტულობის ფარგლებში გააგრძელეთ ინტერვიუ კონკრეტული სახელების და გვარების გარეშე,“- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

“ეს არის არის ჩვენი უბედურება როცა „ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სინთეზი იმ კონდიციამდე მიდის. სახელების გარეშე გეუბნები, ბიძინა ივანიშვილს ვადანაშაულებ ამაში, მე ცხენებთან საერთოდ არ მაქვს საქმე, მე მაქვს საქმე ივანიშვილთან,“- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად