ფოფხაძე მაჭავარიანზე: ივანიშვილს რომ დაერეკა და ეთქვა ამოდი ჩემთან სახლშიო, ხომ ავიდოდა?!

დეპუტატი გედევან ფოფხაძე მთავრობის მხრიდან პარლამენტისადმი არასერიოზულ დამოკიდებულებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მინისტრები ანგარიშვალდებულად თავს მხოლოდ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინაშე გრძნობენ.

„თავის არიდება ამ პროცესის მიმართ არის არაკონსტიტუციური. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი მინისტრები ეჭვის ქვეშ აყენებენ პოლიტიკურ წეს-წყობილებას, რომ ჩვენ გვაქვს საპარლამენტო რესპუბლიკა, მიაჩნიათ, რომ ისინი არ არიან ანგარიშვალდებული პარლამენტის წინაშე. ბიძინა ივანიშვილს რომ დაერეკა და ეთქვა ამოდი ჩემთან სახლშიო, ხომ ავიდოდა? ამიტომ არის ის ივანიშვილის დანიშნული და პარლამენტი ფორმალურად იღებდა მონაწილეობას“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ცნობისთვის, ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე არ მისვლის მიზეზე საუბრა და განაცხადა

“მინისტრის საათის ფარგლებში ვიყავი პარლამენტში და არ ვიცი, თქვენ უსმენდით თუ არა, თუ დააკვირდით გამოსვლას, იქ ჩემი დროის ნახევარზე მეტი დავუთმე პრაქტიკულად იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც იყო დასმული საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში.

თქვენ ნახეთ, რომ პრაქტიკულად დარბაზი დატოვეს იმ დეპუტატებმა, ვინც ეს წერილი მოიწერეს. არც კი იყვნენ იქ და არანაირი შეკითხვა არ დასვეს. ეს ნიშნავს, რომ ამ შეკითხვების პასუხი კი არ აინტერესებდათ. ფაქტია, რომ საანგარიშო ვალდებულებისთვის არ არის, ეს არის რაღაცეების მოსაწყობად და ცირკები მოაწყონ რამდენიც უნდა.” – განაცხადა ვანო მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად