ფოფხაძე: ხაზარაძე დანაშაულის დაფარვის კვალიფიკაციაში ექცევა, ფორმალურად ვალდებულება ჰქონდა მას ეს მაშინვე ეთქვა

ამ შემთხვევაში ხაზარაძე დანაშაულის დაფარვის კვალიფიკაციაში ექცევა, – ამის შესახებ პარტია “სამართლიანობისთვის” წარმომადგენელმა, პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა “აიპრესთან” ინტერვიუში განაცხადა, რომლის სრულ ვერსიასაც მკითხველს დღეს საღამოს შევთავაზებთ.

იქამდე კი გთავაზობთ ინტერვიუს მცირე მონაკვეთს:

_ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი დეტალი თქვა მან, რომ სანამ მას შეეხებოდა ეს პრობლემა, ჩხარტიშვილი სხვა ბიზნესმენებს ართმევდა ფულს. ამაზე რას იტყვით?

_ კი ბატონო, ესეც მიუთითებს იმაზე, რომ ხაზარაძე სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს, რომელიც ქვეყანაში არსებობს და არა კერძო პრობლემაზე მასთან მიმართებაში. ისე  გასათვალისწინებელია, რომ თუ სამართლებრივ კვალიფიკაციაზე ვსაუბრობთ, ამ შემთხვევაში ხაზარაძე დანაშაულის დაფარვის კვალიფიკაციაში ექცევა.

_ რადგანაც თავის დროზე არ თქვა ამის შესახებ?

_ რა თქმა უნდა. როდესაც შენ ასეთი ინფორმაცია გაქვს და დანაშაულს ფარავ… ვისთვის უნდა ეთქვა, მთავარი პროკურორი იქ იჯდა, მაგრამ ფორმალურად მას ჰქონდა სამართლებრივი, პოლიტიკური და მორალური ვალდებულება ეთქვა ამის თაობაზე.

_ თან საუბრობს, რომ ჩხარტიშვილის დავებს სხვა ბიზნესმენებთან ერთი მოსამართლე განიხილავდა.

_ მას ჰქონდა ფაქტობრივი ინფორმაცია იმისათვის, რომ საკითხი მას სხვანაირ პოლიტიკურ დონეზე აეყვანა, მაგრამ მან მიიღო თამაშის წესები და ახლა აღარ მიიღო. სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს, მაგრამ ჩემთვის არსებითი ის არის თუ რა აინტერესებს ხაზარაძეს – თავისი პირადი მდგომარეობა ამ პოლიტიკურ მოცემულობაში თუ ის, რომ ქვეყანაა ამ დღეში?! მაინტერესებს მისი მოტივაცია. ჩემთვის, როგორც პოლიტიკოსისთვის ეს მნიშვნელოვანია.

შეგახსენებთ, მამუკა ხახარაძე ინტერვიუში იმ შეხვედრის დეტალები გაიხსენა, რომელიც ბიძინა ივანიშვილის სახლში მისი და ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით შედგა. ბიზნესმენი იმ დეტალებსაც ყვება, როგორ გამოატანინეს მას საკონსტიტუციო სასამართლოდან სარჩელი.

ავტორი: იაგო ნაცვლიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად