ფოფხაძე: ივანიშვილის ან სააკაშვილის მთავრობა საქართველოს არ სჭირდება

მინისტრები იმას კი არ ფიქრობენ ხალხისთვის რაიმე აკეთონ, არამედ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ მოაწონონ თავი ბიძინა ივანიშვილს”,- ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ჩვენ უნდა შევთანმხდეთ ერთ კონკრეტულ საკითხზე. ბიძინა ივანიშვილის ან მიხეილ სააკაშვილის მთავრობა საქართველოს არ სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სახალხო მთავრობა.

ჩემთვის ამ შემთხვევაში 2020 წლის არჩევნები არის საშუალება ვიბრძოლო სახალხო მთავრობისთვის. მთავრია ახლა ის მოცემულობა რომ მინისტრები იმას კი არ ფიქრობენ ხალხისთვის რაიმე აკეთონ, არამედ ფიქრობენ იმაზე თუ როგორ მოაწონონ თავი ბიძინა ივანიშვილს. აი ეს უნდა შევცვალოთ”,-განაცხადა ფოფხაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად