ფოფხაძე: ბესელიას მხრიდან ძალადობა არ ყოფილა, უბრალოდ ხელი ააფარა ზარდიაშვილს ტუჩებზე

ამის შესახებ, დამოუკიდებელმა დეპუტატმა, გედევან ფოფხაძემ “360 გრადუსში” საუბრისას განაცხადა.

„მართლა პროვოკაციული რეპლიკები იყო, რასაც ეკა ბესელია ვერ გაატარებდა, მე ხაზგასმით მინდა, გითხრათ, იქ ვიყავი და არანაირი ძალადობა ეკა ბესელიას მხრიდან არ ყოფილა, უბრალოდ ეკა ბესელიამ, ვანო ზარდიაშვილს ხელი ააფარა ტუჩებზე, რაც უფრო პერფორმანსია, ვიდრე – ძალადობა“-განაცხადა გედევან ფოხაძემ.

ცნობისთვის,დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა.

დეპუტატებს შორის თავდაპირველად დაძაბული საუბარი მიმდინარეობდა, რის შემდეგაც ბესელია ზარდიაშვილთან მივიდა და პირზე ხელი ააფარა.

“რომელი ბესელიას მორალი, რომელი ბესელიას მორალი? შე ნაძირალა შენ! ამდენი ხანია რომ გითბენ და რა გგონია, შე ადეიშვილის მონა, შე ჩმორო! ახლა აქედან გამასწარი!”- უთხრა ბესელიამ ზარდიაშვილს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად