„ფონდი ნატახტარის“ მეოთხე ტალღა დასრულდა

 12 მარტს,  15:00 საათზე, სასტუმრო „Holiday Inn“-ში (26 მაისის მოედანი #1) გაიმართება ღონისძიება, სადაც  „ფონდი ნატახტახტარი“ საზოგადოებას წარუდგენს პროექტის „იზრუნე მომავალზე“  მეოთხე ტალღის ანგარიშს.

კომპანია „ნატახტარის“ მარკეტინგის დირექტორი თორნიკე ნიკოლაიშვილი და „ასოციაცია ჩვენი სახლი – საქართველოს“ ფსიქოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ომარაშვილი დეტალურ ინფორმაციას მიაწვდიან სტუმრებს ფონდის საქმიანობისა და შეგროვებული თანხის შესახებ.  

შეხვედრაზე  მოწვეულნი არიან ბავშვებსა და ახალგაზრდობაზე ზრუნვის სფეროში მომუშავე სამთავრობო და  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. მათ  საშუალება ექნებათ გამოთქვან თავიანთი აზრი ფონდის და ზოგადად ამ თემის გარშემო. ჩაერთონ საკითხის განხილვასა და დისკუსიაში.

ფონდის ბენეფიციარების მხარდასაჭერად ღონისძიებაზე ასევე მოწვეულები არიან ცნობილი მსახიობები, მომღერლები და სპორტსმენები.

„ფონდი ნატახტარი“ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის თანადგომითა და ლოცვა–კურთხევით 2010 წლის ნოემბერში შეიქმნა. პროექტი „იზრუნე მომავალზე“ მზრუნველობამოკლებულ მოზარდებს აძლევს საზოგადოებაში თავის დამკვიდრების შესაძლებლობას და ხელს უწყობს მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელებს მომზადებულები შეხვდნენ დამოუკიდებელ ცხოვრებას. მოზარდებს დახმარებას უწევს ასოციაცია „ჩვენი სახლი საქართველო“ და კვალიფიციური ფსიქოლოგების გუნდი. ფონდის დახმარებით საქართველოს მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა წვლილი შეიტანოს საქველმოქმედო პროცესში. ყოველი წლის ნოემბრის 25 რიცხვიდან თებერვლის 25 რიცხვამდე, „ნატახტარის ლიმონათის“ თითოეული გაყიდული ბოთლიდან 1, 3 და 5 თეთრი( ბოთლის მოცულობის შესაბამისად 0,33ლ. 0,5ლ. და 2ლ. გადაირიცხება ფონდში.

კომენტარები
იტვირთება...