ფონდ “იალქანს” აჭარის მთავრობამ საოფისე ფართი 10 წლიან სარგებლობაში გადასცა

საქველმქმედო ფონდი „იალქანს“ აჭარის მთავრობა, 10 წლიან სარგებლობაში 150 მ.კვ. ფართს გადასცემს. გადაწყვეტილება ამის შესახებ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარებ, მთავრობის სხდომის დაწყებამდე გაახმოვანა. თორნიკე რიჟვაძის თქმით, ამით ფონდს, საქმიანობის უფრო ეფექტურად განხორციელების საშუალება მიეცემა.

„წლების განმავლობაში ეს ფონდი ეხმარებოდა ასობით ბავშვს, როგორც სოციალურად დაუცველებს, ისე ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს. მათ ჰქონდათ სერიოზული გამოწვევა ფართთან დაკავშირებით, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სარგებლობაში გადავცეთ ფართი, რაც დაეხმარება ამ ფონდს, კიდევ უფრო წარმატებით და ეფექტურად დაეხმაროს ბავშვებს, კიდევ უფრო წარმატებით განახორციელოს მისი საქმიანობა“,-განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

საქველმქმედო ფონდი „იალქანი“ 2014 წელს შეიქმნა. ფონდის მიზანია დაეხამროს და ადვოკატრება გაუწიოს უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებსა და ბავშვებს. ორგანიზაცია, ასევე ეხმარება მძიმე დიაგნოზის მქონე ადამიანებს, რომელთაც არ აქვთ შესაძლებლობა საკუთარი ფინანსებით იმკურნალონ. ფონდი ძალადობისგან დაცვის ერვნული ქსელის წევრი ორგანიზაციაა, რომლის ფარგლებშიც ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად