ფოლკლორის ცენტრში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება

განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა კავშირის- „მშობლების თანადგომა“ – ორგანიზებით, 16 ოქტომბერს 15:00 საათზე საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნამუშევართა გამოფენა გაიმართება.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოზარდების თანაბარ ჩართულობას საზოგადოებრივ-კულტურულ და შემოქმედებით ცხოვრებაში, წარმოაჩინოს მათი შემოქმედებითი პოტენციალი და პოპულარიზაცია გაუწიონ მას.

მსგავსი ღონისძიება გამოამჟღავნებს მათ შესაძლებლობას, დაახლოებს საზოგადოებასთან, გაზრდის აქტიურობასა და სოციალურ ჩართულობას.
ღონისძიების ბოლოს შესრულდება მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, წაიკითხავენ ლექსებს.

პროექტში მონაწილეობენ თბილისის, ზესტაფონის, თერჯოლის, ჭიატურის, საჩხერისა და გორის ახალგაზრდები.

კავშირი „მშობლების თანადგომა“ დაფუძნდა 2006 წელს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვთა თანამოაზრე მშობლების მიერ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად