ფოლკლორის ცენტრში გამოფენა “ძველი და ახალი ხევსურეთი” მიმდინარეობს

9 ივლისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა გამოფენა – „ძველი და ახალი ხევსურეთი“. 

გამოიფინა საქართველოს საპატრიარქოს ხალხური რეწვის განყოფილების (ხელმძღვანელი ელისო არაბული) ოსტატთა – ლია ანიაშვილის, ლეილა აბურჯანიას, ლუდა გელოვანის, ნელი ლომსაძის, მანანა ღრეულის, ზურაბ ბიჩინაურის და ლევან თეთრუაშვილის ნამუშევრები: ქალისა და მამაკაცის სამოსი, ხელნაკეთი აქსესუარები, ფარდაგი და იარაღი. გამოფენა დაიხურება 12 ივლისს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...