ფოლკლორის ცენტრმა “გამარჯვებულ ქალთა კლუბის” წევრებს უმასპინძლა

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოლკლორის ცენტრმა იმ ქალბატობენთან ერთად აღნიშნა, რომელთან ძუძუს კიბო დაამარცხეს.

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ფოლკლორის ცენტრმა იმ ქალბატობენთან ერთად აღნიშნა, რომელთან ძუძუს კიბო დაამარცხეს.

“დღევანდელი ღონისძიებით ფოლკლორის ცენტრი ცდილობს თავისი წვლილი შეიტანოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლაში. გვინდა მხარდაჭერა და თანადგომა გამოვხატოთ იმ ქალების მიმართ, ვისაც ეს ძალიან სჭირდება. გვსურს, ავიღოთ მათზე სოციალური პასუხიმგებლობა და მივცეთ შესაძლებლობა უსასყიდლოდ შეისწავლონ ქართული გალობა და ხალხური სიმღერები” – აცხადებს, ფოლკლორის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი დონაძე.

დღევანდელ ღონისძიებაზე ფოლკლორულმა ანსამბლებმა: ბასიანმა, იალონმა, კელაპტარმა, გელა დონაძემ და ანუკი ცქვიტინიძემ იმღერეს. მოწვეულ სტუმრებს პოეტმა და ფოლკლორისტმა ეთერ თათარაიძემ მიულოცა დღევანდელი დღე.

მოეწყო ქალების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთებისა და ქალთა კლუბის 2019 წლის კალენდრის გამოფენა. სტუმრებმა საკუთარი გამარჯვების ისტორია დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს დაკიდევ ერთხელ გვაჩვენეს, რომ დაავადების დამარცხება შესაძლებელია. „გამარჯვებულ ქალთა კლუბი“ პირველი გაერთიანებაა საქართველოში, რომელიც საზოგადების ყურადღების მიპყრობას ძუძუს კიბოს გარშემო ცდილობს.

ის საქართველოს მასშტაბით 600-ზე მეტ წევრს აერთიანებს, რომლებსაც ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ დახმარებას უწევს. ქალბატონები ებრძვიან საზოგადოებაში დამკვიდრებულ სტიგმას და ცდილობენ დაგვანახონ, რომ სრულყოფილი ცხოვრების გაგრძელება დიაგნოზის დასმის შემდგომაც შესაძლებელია. კლუბში გაერთიანება ნებისმიერ მსურველს შეუძლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად