ფოლკლორის ცენტრი ტურიზმის მხარდასაჭერ კამპანიაში ერთვება

ფოლკლორის ცენტრი თბილისულ ფოლკლორულ ანსამბლებთან ერთად ქვეყანაში ტურიზმის მხარდასაჭერად კამპანიაში – Spend your summer in Georgia – ერთვება. ინფორამციას საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

1 ივლისს, 12:00 საათზე კამპანიის ფარგლებში Spend your summer in Georgia ფოლკლორის ცენტრი თბილისურ ანსამბლებთან სამუშაო შეხვედრას – ,,ქართული მრავალხმიანობა საქართველოს სტუმრებს,,  გამართავს.
შეხვედრაზე გაიწერება იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომელიც მთელი ზაფხულის მანძილზე ფოლკლორის ცენტრის ეზოში, ღია ცის ქვეშ სპეციალურად ტურისტებისთვის (და არამხოლოდ) ჩატარდება.

საღამოებზე ქართული ფოლკლორის ნიმუშებთან ერთად მსმენელებს საქართველოს ტურისტული რესურსის შესახებ გაეცნობან ვიდეო, ფოტო – კოლაჟებს. ღონისძიებებში სხვადასხვა მუზეუმების ჩართვაც იგეგმება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად